2017 წლის პირველ სემესტრში ჩვენი მომსახურებით ისარგებლა სამოცდახუთმა ორგანიზაციამ. მადლობელი ვართ თქვენი ნდობისთვის, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა იქნება უწყვეტი. ჩვენი მუშაობის საუკეთესო შეფასება თქვენი ნდობაა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს „ავიან“-ის ვებ -გვერდზე
ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს უძრავი და მოძრავი ქონების შეფასების, კონსულტაციის, მართვის და აღრიცხვის მთელ რიგ მომსახურეობებს. ვებ-გვერდზე არსებულ შესაბამის განყოფილებებში დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს მომსახურეობებს, შესრულებულ სამუშაოებს, ისევე როგორც თვალი ადევნოთ ბაზრის და საკანონმდებლო სფეროს ცვლილებებს. ჩვენი მომსახურეობები ხელმისაწვდომია როგორც სომხეთში და საქართველოში, აგრეთვე რეგიონალურ სხვა ქვეყნებში მოქმედი კომპანიებისთვის.
ჩვენ
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ავიან“ -ი დაარსდა შეფასების სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ. კომპანიაში მუშაობენ პროფესიონალები, რომელთაც აქვთ შეფასების, აღრიცხვის და მართვის სამუშაო გამოცდილება როგორც სომხეთში, აგრეთვე სომხეთის ფარგლებს გარეთ. სამსახურეობრივი საქმიანობის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებულ იქნა ძირითადი საშუალებების, რესურსების, არამატერიალური აქტივების შეფასების, განმეორებითი შეფასების, ინვენტარიზაციის, კონსულტაციის მთელი რიგი სამუშაოები, სამთო მრეწველობის, ენერგეტიკის, კავშირის, ტრანსპორტის, წარმოების და მეურნეობის სხვა სექტორებში.
შეფასება
სიტყვა შეფასებას აქვს ძალიან ფართო შინაარსი. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ეს გამოხატავს აზრს „ღირებულების“ შესახებ. ჩვენს შემთხვევაში შეფასება არის ობიექტის ღირებულების განსაზღვრა, გარკვეული მდგომარეობით, გარკვეული მიზნით. შეფასება ობიექტის ღირებულების განსაზღვრისადმი მიმართული მოქმედებების სისრულეა, რომლის შედეგი შემფასებლის დასაბუთებული აზრია შესაფასებელი ობიექტის ღირებულების შესახებ, შეფასების დღის მდგომარეობით. შესაფასებელი ობიექტები შესაძლოა იყოს შენობები და ნაგებობები, მიწის ნაკვეთები, მოწყობილობები და აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, არამატერიალური აქტივები, საწარმოები – როგორც მოქმედი ბიზნესი და სხვა აქტივები.