ინვენტარიზაცია

ორგანიზაციის ნაყოფიერი მართვის, სწორი სტრატეგიის შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა აქტივებს ფლობს ორგანიზაცია, რა მდგომარეობაში იმყოფება ისინი, რა ნარჩენი მომსახურეობის ვადა აქვთ და რა ხარჯების გათვალისწინება არის საჭირო ორგანიზაციის უხარვეზო საქმიანობის გაგრძელებისთვის. ზემოაღნიშნული პრობლემების გადაწყვეტა და ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვის სანდოობის უზრუნველყოფა მოითხოვს ორგანიზაციის ძირითადი საშუალებების, რესურსების, არამატერიალური აქტივების პროფესიონალურ ინვენტარიზაციას.

ინვენტარიზაცია ორგანიზაციის ძირითადი საშუალებების არსებობის შემოწმების მეთოდია, ფაქტობრივი და ბუღალტრული მონაცემების შედარების მეშვეობით.

ჩვენ ვახორციელებთ პროფესიონალურ ინვენტარიზაციის სამუშაოებს, უახლესი ტექნოლოგიების და ინვენტარიზაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

            ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის დროს თითოეული ძირითადი საშუალება ჩვენი სპეციალისტების მიერ ეტიკეტირდება სპეციალური ეტიკეტით. თითოეულ ეტიკეტზე აისახება ორგანიზაციის დასახელება, ძირითადი საშუალების დასახელება, საინვენტარო ნომერი და სპეციალური ციფრული კოდი.       

სპეციალური კოდი შეიცავს ძირითადი საშუალების შესახებ სრულ ინფორმაციას: დასახელება, ღირებულება (საწყისი, საბალანსო, ნარჩენი), წელი (შეძენის, აგების, ექსპლუატაციის), ტექნიკური მდგომარეობა, ადგილმდებარეობა და დამკვეთისთვის საჭირო სხვა ინფორმაცია.

ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის და ეტიკეტირების შედეგად ორგანიზაციის შემდგომი შიდა ინვენტარიზაცია, ისევე როგორც ძირითადი საშუალებების კონტროლი, ხორციელდება ნებისმიერი სმარტფონის ან პლანშეტის გამოყენებით, რომელშიც ჩვენი სპეციალისტების მიერ ჩაიტვირთება სპეციალური უფასო პროგრამა.

ჩვენს მიერ გადაცემული ძირითადი საშუალებების ეტიკეტირებისთვის გათვალისწინებული ეტიკეტები წარმოებულია პოლიამიდის მასალისგან, არ ზიანდება ქიმიური, მჟავური, ცხიმური, სპირტული მასალების და წყლის ზეგავლენისგან, ვარგისია გამოსაყენებლად -40 -დან  +190 -მდე ტემპერატურის პირობებში და უზრუნველყოფენ მომსახურეობის გრძელ ვადას.

ძირითადი საშუალებების ეტიკეტირება უზრუნველყოფს ორგანიზაციის შემდგომი შიდა ინვენტარიზაციის სამუშაოების ჩატარების ხელმისაწვდომობას, სიმარტივეს, დროის და ადამიანური რესურსების დაზოგვას და ძირითადი საშუალებების მოძრაობის კონტროლს.

     ინვენტარიზაციის ნებისმიერი შეკვეთის ფარგლებში ჩვენს მიერ მუშავდება დამკვეთი ორგანიზაციის სფეროსთვის დამახასიათებელი ინვენტარიზაციის მეთოდოლიგია და ინვენტარიზაციის სამუშაოები ტარდება მეთოდოლოგიის დებულებების და კანონების შესაბამისად.

ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის განმავლობაში ჩვენი სპეციალისტების მიერ:

  1. მოწმდება თითოეული ძირითადი საშუალების არსებობა;
  2. მოწმდება ძირითადი საშუალებების ტექნიკური საბუთების არსებობა და მდგომარეობა;
  3. თითოეული ძირითადი საშუალებისთვის შემუშავდება საინვენტარო ნომერი;
  4. საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება ძირითადი საშუალებების ერთეულების დაყოფა ან გაერთიანება;
  5. სრულდება ძირითადი საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შეფასება;
  6. ძირითადი საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებულად ხორციელდება ნარჩენი  სასარგებლო მომსახურეობის ვადების დაანგარიშება;
  7. ძირითადი საშუალებების ფოტოგადაღება, ფოტოების დართვა შესაბამის ბაზაზე;
  8. ძირითადი საშუალების დამახასიათებელი შემდგომი პარამეტრების შემოწმება და დაზუსტება
    • დასახელება;
    • საინვენტარო ნომერი;
    • გამოშვების (აგების) წელი;
    • შეძენის, ექსპლუატაციის წელი;
    • ადგილმდებარეობა (ძს ადგილმდებარეობა);
    • მოდელი, ტიპი;
    • სიმძლავრე, ზომა, რაოდენობა, წონა;
    • საქარხნო ნომერი,
    • ძირითადი საშუალების ტიპზე დამოკიდებულად, სხვა პარამეტრების დაზუსტება.
  9. ხდება ნამეტების და დანაკლისების გამოვლენა და დაფიქსირება;
  10. ისევე როგორც თითოეული ძირითადი საშუალება ეტიკეტირდება სპეციალური ეტიკეტით.

ჩვენი ორგანიზაცია ინვენტარიზაციის სამუშაოებს ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დებულებების შესაბამისად.

ჩვენს პროფესიონალურ გუნდს დიდი გამოცდილება აქვს ინვენტარიზაციის მომსახურეობების მიწოდების სფეროში. ჩვენი სპეციალისტების მხრიდან განხორციელებულ იქნა ინვენტარიზაციის სამუშაოები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოქმედი ორგანიზაციების დაკვეთით.

Copyright ©2020 avyan.am. All Rights Reserved