მიწის ნაკვეთი მიწის მიწისზედა და მიწისქვეშა ტერიტორიის ნაწილია, რომელსაც აქვს ფიქსირებული საზღვრები, ტერიტორია (ფართობი, კოდი), ადგილმდებარეობა, სამართლებრივი სტატუსი, კანონებით გათვალისწინებული შეზღუდვებთან ერთად, რომლებიც რეგისტრირებული და ასახულია უძრავი ქონების სახელმწიფო ერთიან კადასტრში.
მიწის ნაკვეთის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის დროის განმავლობაში არ კარგავს საკუთარ სამომხმარებლო თვისებებს. თუ შენობების, ნაგებობების ღირებულება დროის განმავლობაში ეტაპობრივად კლებულობს, მათზე დაგროვილ ცვეთაზე დამოკიდებულად, მიწის ნაკვეთი ინარჩუნებს საკუთარ ღირებულებას.
მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება ძირითადად ფასდება შემდგომი ოპერაციების განხორციელებისთვის:
- მიწის ნაკვეთის იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში ინვესტირების;
- მიწის ნაკვეთის გასხვისების;
- მიწის ნაკვეთის დაზღვევის, (მიწის ნაკვეთის ღირებულებაზეა დამოკიდებული სადაზღვევო ხელშეკრულების ღირებულება);
- ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის (იმის მიუხედავად, რომ მიწის ნაკვეთზე ცვეთა არ ირიცხება, ვინაიდან იგი დროის განმავლობაში არ კარგავს თავის სამომხმარებლო თვისებებს, თუმცა ბაზარზე მომხდარი ცვლილებები ზეგავლენას ახდენენ მიწის ნაკვეთის ღირებულებაზე, ამიტომ საჭირო ხდება მიწის ნაკვეთის გადაფასების);
- მიწის ნაკვეთის აკრედიტირებულ მართვაში გადაცემის;
- მიწის ნაკვეთის დაგირავების (ბანკების და საკრედიტო ორგანიზაციები კრედიტს გასცემენ მიწის ნაკვეთის დაგირავებით, დამოუკიდებელი შემფასებლის ანგარიშგების საფუძველზე), და სხვა შემთხვევებში.
მიწის ნაკვეთის შეფასების დროს მის ღირებულებაზე ზეგავლენას ახდენს მთელი რიგი ფაქტორები, რომელთაგანია:
- ქონებრივი უფლებები და შეზღუდვები;
- მიზნობრივი და ოპერაციული დანიშნულება;
- მშენებლობის კრიტერიუმები;
- მიწის ნაკვეთის ზომები;
- ადგილმდებარეობა, პოზიცია, დახრილობა;
- სატრანსპორტო კვანძების არსებობა;
ღირებულებაზე მოქმედი სხვა ფაქტორები.
ჩვენი სპეციალისტები მიწის ნაკვეთის შეფასებას ახდენენ რამოდენიმე ეტაპად, შეფასების მიღებული მეთოდების და ფორმების გამოყენებით, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების დებულებებზე დაყრდნობით.